დარღვევების შესახებ ინფორმირების პოლიტიკა

შესავალი

  1. Joblio Inc ვალდებულია, პატიოსნად და კეთილსინდისიერად მართოს ბიზნესი, და მიისწრაფვის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების მიღწევისკენ.
  2. ყველა ჩვენი თანამშრომელი და პერსონალიც ცდილობს, შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები. თუმცა, არც ერთი ორგანიზაცია არ არის იდეალური, და ზოგჯერ დანაშაულის ჩადენაც ხდება. ჩვენ ამას სერიოზულად ვეკიდებით და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ და აღმოვფხვრათ ნებისმიერი დანაშაული.
  3. შედეგად, ჩვენ ვუბიძგებთ ყველა თანამშრომელს, რომ შეატყობინონ კომპანიას დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ და არ შეეშინდეთ სამაგიეროს გადახდის.
  4. Joblio განსაკუთრებით სერიოზულად ეკიდება ნებისმიერ პრობლემას და იცავს ყველა ინდივიდს, რომელიც გვატყობინებს პრობლემის შესახებ, ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად.
  5. ეს პოლიტიკა არ წარმოადგენს რომელიმე ხელშეკრულების ნაწილს. Joblio Inc იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს პოლიტიკა წინასწარი შეტყობინების გარეშე.

ვის შეუძლია პრობლემის შესახებ შეტყობინება?

  1. ეს პოლიტიკა ეხება ყველა ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომელს, მოსამსახურეს, ოფისის თანამშრომელს, კონსულტანტსა და Joblio Inc-ის აგენტებს.
  2. ნებისმიერ პირს, მიუხედავად მუშაობის ხანგრძლივობისა, შეუძლია პრობლემის შესახებ შეტყობინება, ამ პოლიტიკის შესაბამისად.

როდის გამოვიყენოთ ეს პოლიტიკა

  1. ეს პოლიტიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას პრობლემის შესახებ ნებისმიერი მოხსენებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი კომპანიის ქმედებებთან, თუ გაქვთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც, თქვენი დასაბუთებული აზრით, მიუთითებს რომელიმე შემდგომზე:
    1. კრიმინალური დანაშაული ჩაიდინეს, ახლა ხდება ან შესაძლოა მოხდეს.
    2. პირმა ვერ შეასრულა, ვერ ასრულებს ან შესაძლოა ვერ შეასრულოს რომელიმე მასზე დაკისრებული იურიდიული მოვალეობა.
    3. უფლებები დაირღვა, ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს.
    4. ადამიანის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას დაემუქრა, ემუქრება ან შესაძლოა დაემუქროს საფრთხე.
    5. ზემოთ ხსენებული დანანაშაული იყო, არის ან შესაძლოა იყოს განზრახ ჩადენილი.
  2. თქვენ გაცნობიერებულად უნდა ივარაუდოთ, რომ ინფორმაციის გამჟღავნება ხორციელდება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
  3. უნდა გქონდეთ ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს დანაშაულს, და არა უბრალოდ აზრი თუ ვარაუდი.

ინფორმაციის გამჟღავნება, რომელსაც ეს პოლიტიკა არ მოიცავს

  1. თქვენ არ გექნებათ პრეტენზია დაცვაზე ამ პოლიტიკის შესაბამისად, თუ ჩაიდენთ დანაშაულს ინფორმაციის გამჟღავნების სახით, ან თუ გაამჟღავნებთ ისეთ საკითხს, რომელიც იურიდიულ და პროფესიონალურ პრივილეგიაზე ვრცელდება.
  2. If your concern relates to your own treatment as an employee of Joblio Inc, you should file a complaint with our HR department, unless you reasonably believe the matter is in the public interest.
  3. თუ გსურთ დანაშაულის შესახებ შეტყობინება, რომელიც უკავშირდება დამქირავებლის ქმედებებს, პირდაპირ დამქირავებელს უნდა მიმართოთ.
  4. ჩვენს სერვისში არსებული ნებისმიერი პრობლემა, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ პოლიტიკაში შემავალ დანაშაულთან, გასაჩივრების სახით უნდა იყოს განხილული.

როგორ შევატყობინოთ კომპანიას პრობლემის შესახებ

  1. თუ გაწუხებთ რომელიმე პრობლემა დანაშაულსა ან არაკანონიერ ქმედებასთან დაკავშირებით, რომლებიც შედის ამ პოლიტიკაში, პირველ რიგში, უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს უშუალო უფროსს.
  2. თუ გაამჟღავნეთ ინფორმაცია და ჯერ კიდევ შეშფოთებული ხართ, ან ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, რომ თქვენ ვერ საუბრობთამის შესახებ თქვენს უშუალო უფროსთან, თქვენ უნდა განიხილოთ ეს უფრო ზემდგომ ხელმძღვანელობასთან
  3. პრობლემის შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ კომპანიას ტელეფონის მეშვეობით, პირადად ან წერილობითი ფორმით (ასევე, ელ.ფოსტით). თუმცა, უმჯობესია, რომ ინფორმაცია გამჟღავნდეს წერილობითი ფორმით, იმისთვის, რომ გვქონდეს თქვენი პრობლემისშესახებ ზუსტი ანგარიში.
  4. თქვენ არ მოგეთხოვებათ, დაამტკიცოთ თქვენი პრობლემის უდაო სინამდვილე ან წარადგინოთ მტკიცებულება; თუმცა, ზოგადად, როგორც მინიმუმ, უნდა მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
    1. პრობლემის არსი;
    2. რატომ გგონიათ, რომ ეს სიმართლეა;
    3. პრობლემის შესახებ ფაქტები და მისი ისტორია; და
    4. თუ შესაძლოა, შესაბამისი თარიღები.
  5. თქვენ შეგიძლიათ, ანონიმურად შეგვატყობინოთ ნებისმიერი პრობლემის შესახებ; თუმცა, შეიძლება ჩვენთვის უფრო რთული იყოს თქვენი პოზიციის დაცვა ან თქვენთვის უკუკავშირის მიცემა კვლევის შედეგების შესახებ, თუ აირჩევთ ანონიმურობას.
  6. შეგიძლიათ, კოლეგასთან განიხილოთ თქვენი პრობლემა, სანამ ამის შესახებ ოფიციალურად შეგვატყობინებთ, ამ პოლიტიკის შესაბამისად. შეგიძლიათ, შეატყობინოთ კომპანიას პრობლემის შესახებ დამოუკიდებლად ან კოლეგასთან ერთად; თუმცა, კონფიდენციალურობის შენარჩუნება ყველა მხარის ინტერესში შედის, როდესაც პრობლემის შესახებ ოფიციალურად შეატყობინებთ კომპანიას.

როგორ ვპასუხობთ პრობლემების შესახებ შეტყობინებებს, ამ პოლიტიკის შესაბამისად

  1. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავრწმუნდეთ, რომ ამ პოლიტიკის შესაბამისად ყველა ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება ობიექტურად, თანმიმდევრულად და პროფესიონალურად.
  2. ჩვენ რაც შეიძლება მალე ჩავატარებთ შეხვედრას თქვენი პრობლემის განხილვისთვის ( თუ პრობლემის შესახებ ანონიმურად არ შეგვატყობინეთ). შეხვედრა ემსახურება საკითხის ისტორიისა და ფაქტების დადგენას, რათა გადაიჭრას, თუ როგორ ჩავატაროთ შემდგომი გამოკვლევა.
  3. შეგიძლიათ, შეხვედრაზე მოიყვანოთ კოლეგა, თუმცა კოლეგამ უნდა დაიცვას ინფორმაციის გამჟღავნებისა და გამოკვლევის კონფიდენციალურობა.
  4. ამ პოლიტიკის შესაბამისად შეტყობინებული ყველა პრობლემა იქნება შენახული ჩვენს მონაცემთა ბაზაში.
  5. შეხვედრის შემდეგ, ჩვენ თავდაპირველად შიდა გამოკითხვას ჩავატარებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, თუ საჭირო გახდება, ოფიციალურ გამოკვლევაზე გადავალთ.
  6. ჩვენ გაგაგებინებთ ნებისმიერი გამოკვლევის პროცესისა და დასრულების შესახებ, რომელიც ტარდება თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით.
  7. თუ გამოკვლევას მოყვება დისციპლინარული თუ სასამართლო გარჩევა, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს, რომ მოწმის სახით გამოხვიდეთ, რათა დაგვეხმაროთ შესაბამისი ზომების მიღებაში ამ დანაშაულის დასასრულებლად.

კონფიდენციალურობა

  1. ყველა განხილული პრობლემა კონფიდენციალურად ჩაითვლება. თუ კანონი სხვაგვარად არ მოითხოვს, ჩვენ არ გავუმჟღავნებთ მესამე მხარეებსა ან სხვა პერსონალს რომელიმე პირის ვინაობას მისი თანხმობის გარეშე.

პრობლემის შესახებ ფორმალურად შეტყობინება

  1. ამ პოლიტიკის მიზანია, ყველა თანამშრომელს მივცეთ შესაძლებლობა და დავიცვათ ისინი, რაც საჭიროა პრობლემის შესახებ შეტყობინებისთვის კომპანიის შიგნით. საგანგებო გარემოებების გარდა, ჩვენ ვიმედოვნებით, რომ პრობლემების შესახებ შეტყობინება კომპანიის შიგნით ყველაზე სათანადო ქმედება იქნება პრობლემის გადასაჭრელად.
  2. თუ გგონიათ, რომ ვერ ატყობინებთ პრობლემის შესახებ კომპანიის შიგნით და ასაბუთებთ, რომ ინფორმაცია ჭეშმარიტია და საზოგადოებრივ ინტერესებში შედის, კანონი გაძლევთ საშუალებას, შეატყობინოთ პრობლემის შესახებ სხვა უფლებამოსილ პირებს. უფლებამოსილ პირთა და უწყებათა სია, რომლებსაც შეგიძლიათ, შეატყობინოთ პრობლემის შესახებ, ხელმისაწვდომია GOV.UK ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე გადასვლით: https://www.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/510962/BIS-16-79-blowing the-whistle-to-a-prescribed-person.pdf.

იმ პირთა დაცვა და მხარდაჭერა, ვინც გვატყობინებს პრობლემის შესახებ

  1. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა თანამშრომელი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, როცა თავისუფლად გვატყობინებს თავისი პრობლემის შესახებ, ამ პოლიტიკის შესაბამისად.
  2. Joblio Inc ვალდებულია, მხარდაჭერა აღმოუჩინოს თანამშრომლებს, რომლებიც გვატყობინებენ ნამდვილი პრობლემების შესახებ, ამ პოლიტიკის შესაბამისად.
  3. ნებისმიერი პირი, რომელიც ატყობინებს კომპანიას პრობლემის შესახებ, არ უნდა დაზარალდეს, ამის გაკეთების შედეგად.
  4. Joblio Inc არ მოითმენს არც ერთი სახის შევიწროებას იმ ადამიანებისა, რომლებიც ატყობინებენ კომპანიას სამუშაო ადგილზე პრობლემის შესახებ. არც ერთი თანამშრომელი არ უნდა დაემუქროს ან იძიოს შური იმ პირზე, რომელმაც შეატყობინა კომპანიას პრობლემის შესახებ.
  5. ჩვენი თანამშრომლებისა და ჩვენი ბიზნესის ერთიანობის დასაცავად, პირები, რომლებიც განზრახ ატყობინებენ კომპანიას ცრუ პრობლემების შესახებ ბოროტი განზრახვისა ან პირადი მოგების მიზნით, დისციპლინარულ სასჯელს მიიღებენ.