განცხადება თანამედროვე მონობის შესახებ
ეს განცხადება გაკეთებულია Joblio Inc.-ის მიერ, იურიდიული მოთხოვნის თანახმად, რომელიც გაწერილია თანამედროვე მონობის შესახებ აქტის 54-ე პუნქტში (2015). როგორც განვითარებული საზოგადოება, ჩვენი ვალდებულებაა, გავხადოთ მიგრაცია დადებითი და სანდო მათთვის, ვინც უარს ამბობს თავის ცხოვრებაზე და მოდის ჩვენს ქვეყნებში, და ამით აუმჯობესებს ჩვენს ეკონომიკას.
Joblio ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ანახლებს თანამშრომელთა გლობალური დაქირავების პროცესს. ჩვენ ვცვლით მოსამსახურეთა საერთაშორისო დაქირავების გზებს, ახალ ტექნოლოგიებს ვნერგავთ, რათა ეფექტურად აღმოვფხვრათ შუამავლები და დავიცვათ მიგრანტი მოსამსახურეები თაღლითობისა და შეურაცხყოფისგან. ჩვენი მისიაა, ეთიკურობა შემოვიღოთ ინდუსტრიაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა თაღლითობას, შეურაცხყოფასა და ჩრდილოვან ქმედებებს.
შეჯამება
Joblio ერთგულია თავისი ვალდებულებისა და მორალური პასუხისმგებლობის, რომ თავიდან აიცილოს თანამედროვე მონობაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა. ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ თანამედროვე მონობას ადგილი არ აქვს ჩვენს ან ნებისმიერ კომპანიაში, რომელთანაც ვთანამშრომლობთ.
პოლიტიკა
Joblio has a clear set of policies designed to help our employees identify and eliminate any risks in connection with modern slavery.
ქცევის წესები
- Joblio ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ყველა თანამშრომელი, კლიენტი, ელჩი და მომსახურების მიმწოდებელი შეესაბამება ეთიკური მოქცევის უმაღლეს სტანდარტებს. ეს ვალდებულება არის განსაზღვრული ქცევის წესებში, რომლებშიც გადმოცემულია პრინციპები და პროცედურები, რომლებიც აძლევს ჩვენს ბიზნესს საშუალებას, იმოქმედოს გულწრფელად, უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით.
- Joblio-ში ჩვენ სამი ძირითადი რწმენა გვაქვს, რომლებიც ჩვენი კორპორატიული ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს: ხალხი, მიზანი და ენთუზიაზმი. ამ ფუნდამენტური ღირებულებების მეშვეობით, ჩვენი ქცევის წესები უზრუნველყოფს, რომ პირველ ადგილას დავაყენოთ ყველა ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება.
- Joblio ყოველწლიურად ამზადებს ყველა თანამშრომელს ქცევის წესებთან დაკავშირებით.
ინდივიდუალური უფლებები
- Joblio-ს აქვს ინდივიდუალური უფლებების პოლიტიკა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენი თანამშრომლების, კლიენტების, ელჩებისა და მომსახურების მიმწოდებლების უფლებები დაცულია.
- ჩვენი პოილიტიკა მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ჩვენ არ ვასაქმებთ ბავშვებს, არ მივმართავთ იძულებით შრომას, და იმავე მოქცევას ველოდებით ჩვენი პარტნიორებისა და მომსახურების მიმწოდებლებისგან.
წესების დარღვევის შესახებ ინფორმირება
- Joblio-ს წესების დარღვევის შესახებ ინფორმირების პოლიტიკა ხელმძღვანელობას უწევს თანამშრომლებსა და დაინტერესებულ მხარეებს, რომლებმაც შეიძლება შეიტყონ თანამედროვე მონობის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ ჩვენს ან ჩვენი პარტნიორების ბიზნესში, რათა სათანადო ზომები მიიღონ და გადადგან ნაბიჯები ასეთი დარღვევების შესახებ მოხსენებისას.
იურიდიული ექსპერტიზა
Joblio Inc. ყველა საჭირო ზომას მიმართავს, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენი სერვისი არ იყენებს არც ერთი სახის იძულებულ ან ბავშვების შრომას. ჩვენ ასევე მთლიან ძალისხმევას მივმართავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი კანდიდატები, პარტნიორები და მომსახურების მიმწოდებლები პატიოსნად და კეთილსინდისიერად მოქმედებენ.
Joblio თანამშრომლობს და დებს ხელშეკრულებებს მხოლოდ სრულიად ლიცენზირებულ და რეგისტრირებულ კომპანიებთან მთელი მსოფლიოდან. ჩვენ უწყვეტად ვადევნებთ თვალყურს ჩვენს პარტნიორებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეესაბამებიან იურიდიულ და ეთიკურ სტანდარტებს. ჩვენს სახელშეკრულებო შეთანხმებაში ჩართულია პუნქტი, რომელიც უკრძალავს ყველა პარტნიორსა თუ მომსახურების მიმწოდებელს თანამედროვე მონობაში მონაწილეობას.
რისკების შეფასება
Joblio ატარებს ინფორმაციის დადასტურების ანალიზს ყველა პარტნიორისა და სერვისის მიმწოდებლის შესახებ, რათა დარწმუნდეს რომ თითოეული კომპანია კანონიერად და ეთიკურად მუშაობს. ჩვენი შემოწმების გავლისთვის, კომპანიებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი მოქმედებენ შრომის შესახებ ყველა კანონის შესაბამისად როგორც თავიანთ ქვეყანაში, ისევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ Joblio-სთან ხელშეკრულების ფარგლებში.
ეფექტურობის გაზომვა
Joblio-ში ჩვენ მრავალ ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პოლიტიკა წარმატებით აღმოფხვრის თანამედროვე მონობის ნებისმიერ შემთხვევას.
- თანამედროვე მონობასთან დაკავშირებული პოლიტიკის ყოველწლიური გადახედვა
- ინციდენტების შესახებ მოხსენების პროცედურები, რომლებიც გადაიხედება ყოველწლიურად, ასევე მაშინ, როდესაც რამე ინციდენტი ხდება.
- ნებისმიერი ინციდენტის შესახებ შეტყობინება მიმღები და მშობლური ქვეყნისთვის, რომელშიც ვმუშაობთ და ვაანალიზებთ პოტენციურ რისკებს.
- პოლიტიკისა და პროცედურების განახლება ინციდენტის ანალიზის შემდეგ ყოველთვის, როდესაც ასეთი რისკი არსებობს.
- შესაბამისი ტრენინგის ჩატარება თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებისათვის.
თანამშრომელთა ტრენინგი
როგორც აღინიშნა ზემოთ, ქცევის წესების განყოფილებაში, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ყოველწლიურად უტარდება ტრენინგი, რომელშიც განიხილება თანამედროვე მონობასთან დაკავშირებული ჩვენი პოლიტიკა, ასევე ყველა ცვლილება და განახლება, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო ჩვენს პოლიტიკაში. ჩვენ დავამატეთ დარღვევების შესახებ ინფორმირების პოლიტიკა 2021 წელს, რათა დავეხმაროთ თანამშრომლებს, სწორად შეგვატყობინონ თანამედროვე მონობასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ. ამას გარდა, ყველა ჩვენი პოლიტიკა და სწავლების პროცედურა დასაქმებულების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას მთავარ პრიორიტეტად აყენებს, და აქვს ძირითადი პრინციპები ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად.
ჯონ პურიჟანსკი
Joblio Inc.-ის დამფუძნებელი