handshake

დღესდღეობით მიგრანტთა გლობალური შრომითი ბაზარი არ არის გამჭვირვალე, არაეფექტურია და მას მართავენ არაკეთილსინდისიერი შუამავლები, რომლებიც აკონტროლებენ დამსაქმებლებისა და მოსამსახურეების ეკონომიკურ საქმიანობას. Joblio-ს ხელმისაწვდომი, გლობალური პლატფორმა გამორიცხავს შუამავლებს და ათავისუფლებს ეკონომიკურ ღირებულებას.

Joblio დასაქმების გლობალური უსაფრთხო პლატფორმაა, რომელიც პირდაპირ აკავშირებს დამსაქმებლებსა და კვალიფიცირებულ კანდიდატებს, და ზრდის დასაქმების წარმატების დონეს ჩვენი ACE კომპლექსური პროგრამის მეშეობით. Joblio სთავაზობს ოთხ ხელმისაწვდომ სამომხმარებლო ინტერფეისს დაქირავების გამარტივებული და გამჭვირვალე პროცესისთვის, რაც შედეგად იწვევს განცხადების უფრო სწრაფ მიღებას , დასაქმებით მეტ კმაყოფილებასა და მოსამსახურეთა დენადობის შემცირებას.

რატომ უნდა აირჩიოთ Joblio?

earth-europe-solid

გლობალური გავრცელება

ჩვენ მთელს მსოფლიოში ვმუშაობთ! ჩვენი ადგილობრივი ელჩები შეასწავლიან კანდიდატებს მიმღები ქვეყნების კულტურას, კანონებს, ენასა და ა.შ... Joblio-ს მეშვეობით, დამსაქმებლებს ერთდროულად შეუძლიათ კანდიდატების პროფილების დათვალიერება და დასაქმების კამპანიების ჩატარება რამდენიმე ქვეყანასა და კონტინენტზე. ჩვენი კლიენტთა მომსახურების ცენტრი უზრუნველყოფს 24 საათიან მხარდაჭერას რამდენიმე ენაზე როგორც დამსაქმებლებისთვის, ისევე კანდიდატებისთვის.

plane-arrival-solid

მუშაობის ნებართვის პროცესის ხელშეწყობა

Joblio ეხმარება და ამარტივებს მუშაობის ნებართვის პროცესს კანდიდატებისგან იმ მონაცემთა ეფექტურად შეგროვების მეშვეობით, რომელთაც ითხოვენ დამსაქმებლები, რათა წარადგინონ განცხადებები მუშაობის ნებართვის მიღებაზე. ეფექტურობის დამატებითი დონის შექმნით, ჩვენ ვაჩქარებთ და ვაუმჯობესებთ მუშაობის ნებართვაზე/ვიზაზე განცხადების შეტანის პროცესს.

people-arrows-solid

ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებების დაცვა ის საფუძველია, რომელზეც Joblio არის შექმნილი. მიმღებ ქვეყნებში ყოფნით, Joblio უზრუნველყოფს, რომ მიგრანტი მომსამსახურეების უფლებები შესაბამისად იყოს დაცული ადგილობრივი კანონის მიერ. Joblio თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და საერთაშორისო დასაქმების ორგანიზაციასთან, ასევე მიმღები ქვეყნების ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასთან.

shield-halved-solid

გამჭვირვალობა და უსაფრთხოება

სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებით, Joblio აერთიანებს ბიოგრაფიულ და ბიომეტრიულ მონაცემებს. ეს აძლევს საშუალებას Joblio-ს, რომ უზრუნველყოს დამსაქმებლები მსოფლიო მასშტაბით შესაბამისი KYC-თა და ვინაობის დამადასტურებელი პროცესით. Joblio უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის. დამსაქმებლებს შეუძლიათ, გასაუბრებაზე დაიბარონ კანდიდატები, ხოლო კანდიდატებს შეუძლიათ, გაეცნონ დასაქმების წესებსა და პირობებს (ხელფასი, საცხოვრებელი, კვება და სხვა..). Joblio გამორიცხავს ყველა შუამავალს გამჭვირვალე გარემოს შექმნით, სადაც დამსაქმებლები და მოსამსახურეები ერთმანეთს უკავშირდებიან.

down-left-and-up-right-to-center-solid

არავითარი შუამავლები

ჩვენ გამჭვირვალე გარემოს ვქმნით, რომელშიც დამსაქმებლები და დასაქმებულები ერთმანეთს პირდაპირ ხვდებიან, შუამავლების ჩარევის გარეშე, რაც ამცირებს ეფექტურობას

money

ეთიკურ დაქირავებაში მონაწილეობა ქმნის შემოსავალს და აუმჯობესებს ეფექტურობას დამსაქმებლებისთვის.

Joblio-ს მომსახურება მოსამსახურეებისთვის უფასოა. არც ერთი მოსამსახურე არ იხდის თანხას მათთვის სამუშაოს მოძებნისთვის. ჩვენი კორპორატიული კლიენტები ზრდიან თავის შემოსავალს და აუმჯობესებენ თავისი ოპერაციების ეფექტურობას იმით, რომ მონაწილეობენ დაქირავების ეთიკურ პროცესში, როგორც ეს განსაზღვრულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (IOM). როდესაც თანამშრომლები აგყავთ სამსახურში Joblio-ს მეშვეობით, არა მარტო თანამშრომლები არიან უკეთ ინფორმირებულნი, არამედ ისინი უფრო ბედნიერნიც არიან, რადგან არავისთვის თანხის გადახდა არ დასჭირდათ მათთვის სამუშაოს მოძებნისთვის. ბედნიერი თანამშრომლები= მეტი შემოსავალი და ეფექტურობა დამსაქმებლებისთვის.

ჩვენი საერთაშორისო წარმომადგენლები

ახალი დამსაქმებლები მთელი მსოფლიოდან ყოველ დღე გვიერთდებიან, რომ მიიღონ სარგებელი Joblio-ს მიერ უზრუნველყოფილი გამჭვირვალობისა და მოთხოვნების შესრულებისგან.