გამოყენების წესები

გამოყენების წესები

ეს გამოყენების წესები („წესები“, „გამოყენების წესები“) მართავს თქვენს ურთიერთობას ჩვენთან. ( “Joblio”, „ჩვენ“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“).

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს გამოყენების წესები ჩვენი მობილური აპლიკაციისა („აპლიკაცია“) და ამ აპლიკაციის მეშვეობით მიწოდებული სერვისების გამოყენებამდე, როგორც ეს ქვემოთ არის აღწერილი („სერვისი“).

თქვენი წვდომა სერვისსა და აპლიკაციაზე და მათი გამოყენება ეფუძნება ამ წესების მიღებასა და შესრულებას. ეს წესები ეხება ყველა მნახველს, მომხმარებელსა და სხვებს, ვისაც აქვს წვდომა სერვისსა ან აპლიკაციაზე ან იყენებს მათ.

სერვისსა ან აპლიკაციაზე წვდომით ან მათი სარგებლობით თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცავთ ამ გამოყენების წესებს და აღიარებთ ყველა სამართლებრივ შედეგს. თუ, მთლიანად ან ნაწილობრივ, არ ეთანხმებით ამ გამოყენების წესებს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ სერვისი ან აპლიკაცია.

სერვისი

აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას, გამოაქვეყნოთ მოთხოვნები ინფორმაციასა ან მიმართულებებზე გასამრჯელოს სანაცვლოდ, რაც შეიძლება ექვემდებარებოდეს ან არ ექვემდებარებოდეს პირობებს („პოსტი“). შეგიძლიათ გამოიყენოთ გასამრჯელოს ნებისმიერი კომბინაცია: ფულადი ან არაფულადი ჯილდოები, რომლებიც ხელმისაწვდომია აპლიკაციაში, ან ჯილდოები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი აპლიკაციაში. მომხმარებელს შეუძლია უპასუხოს თქვენს პოსტს ინფორმაციით, მათ შორის მიმართულებით, ან შეუძლია გადაუგზავნოს თქვენი პოსტი სხვა მომხმარებლებს.

სამუშაო შესაძლებლობები

Joblio არ იძლევა იმის გარანტიას, რომ დამსაქმებლები სამსახურში აიყვანენ განმცხადებლებს. ის არც შესთავაზებს მათ ფულად სარგებელს განცხადებების შევსების პროცესისთვის.

პოსტები

პოსტის გამოქვეყნებით, თქვენ ეთანხმებით იმას, რომ თუ მომხმარებელი უპასუხებს თქვენს პოსტს თქვენთვის დამაკმაყოფილებელი ინფორმაციით, თქვენ მიიღებთ ასეთ პასუხს „მიღების“ ღილაკის დაჭერით. Joblio თქვენი სახელით გადაუხდის გასამრჯელოს ასეთ მომხმარებელს 1) მომხმარებლის Stripe ანგარიშის მეშვეობით, ფულადი გასამრჯელოს შემთხვევაში; 2) აპლიკაციის მეშვეობით, სხვა გასამრჯელოს სახის შემთხვევაში, რომელიც ხელმისაწვდომია აპლიკაციაში; ან 3) სხვა საშუალებების მეშვეობით, რომლებზეც აგებთ პასუხს, იმ გასამრჯელოს შემთხვევაში, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი აპლიკაციაში.

როდესაც ქმნით პოსტს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია, რომელიც აძლევს მომხმარებლებს საშუალებას, გადააგზავნონ თქვენი პოსტი („გადაგზავნა“). შეგიძლიათ, დააწესოთ ლიმიტი ამ გადასაგზავნი Hop-ების რაოდენობაზე. Hop არის მომხმარებლების შორის ერთი დანაყოფი. მაგალითად, თუ გადაუგზავნით სამ მომხმარებელს, ეს ერთ Hop-ს ნიშნავს. თუ კი ეს მომხმარებლების სხვა მომხმარებელთა ჯგუფს გადაუგზავნიან, ეს თქვენგან მეორე Hop-ია.

თუ იყენებთ გადაგზავნის ფუნქციას, თქვენ ეთანხმებით, რომ გასამრჯელოს სახით, რომელიც დააწესეთ პოსტისთვის, თქვენ ასევე დააწესებთ გადასახდელ თანხას თითოეულ Hop-ზე თითოეული მომხმარებლისთვის, რომლებმაც დამაკმაყოფილებელი პასუხი გაგცათ. თქვენ ეთანხმებით, რომ როგორც კი მიიღებთ პასუხს, აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ფულადი ან ნებისმიერი სხვა სახის ჯილდოს შემთხვევაში, Joblio თქვენი სახელით გადაიხდის 1) გადასახდელი ჯილდოს ნაწილს იმ მომხმარებლებთან პოსტის გადაგზავნისთვის, რომელთაც დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცეს; და 2) თქვენი ჯილდოს ნაწილს იმ მომხმარებლებს, რომელთაც დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცეს თქვენს პოსტზე მომხმარებლის Stripe ანგარიშის მეშვეობით. იმ ჯილდოებისთვის, რომლებიც აპლიკაციაში არ არის ხელმისაწვდომი, თქვენ აგებთ პასუხს იმ მომხმარებლებისთვის გასამრჯელოს გადახდაზე, რომლებმაც გადააგზავნეს და/ან დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცეს თქვენს პოსტზე.

პოსტზე პასუხის გაცემით, თქვენ ეთანხმებით, რომ პოსტის გამომქვეყნებელი გადაიხდის გასამრჯელოს, რომელიც დაწესებულია პოსტზე, თქვენს Stripe ანგარიშზე. თქვენ აღიარებთ, რომ გასამრჯელოს მისაღებად, უნდა გქონდეთ Stripe ანგარიში. თუ არ გაქვთ Stripe ანგარიში, თქვენ ეთანხმებით, რომ დაკარგავთ გასამრჯელოს და პოსტის გამომქვეყნებელი არ არის ვალდებული, გადაგიხადოთ.

ასევე აღიარებთ იმას, რომ Joblio არ აგებს პასუხს თქვენთვის გასამრჯელოს გადახდაზე, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა პოსტის გამომქვეყნებელმა თქვენი პასუხი. თუ მოგვაწოდებთ პასუხს, რომელიც პოსტის გამომქვეყნებელმა მიიღო, ასევე თუ გაქვთ Stripe ანგარიში, მაგრამ გასამრჯელო არ მიგიღიათ, შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი. Joblio კომერციულად გონივრულ ძალისხმევას მიმართავს, რათა განიხილოს განაცხადი და შეიძლება აიძულოს ან ვერ აიძულოს პოსტის გამომქვეყნებელი, რომ გადაგიხადოთ გასამრჯელო.

შენაძენი

თუ გსურთ პოსტის შექმნა ფულადი ჯილდოთი ან შეიძინოთ ნებისმიერი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა სერვისის („სერვისი“) მეშვეობით, შეიძლება გთხოვოთ თქვენს შენაძენთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, თქვენი საკრედიტო ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი მისამართი და გადაზიდვის შესახებ ინფორმაცია. თუ დაწერთ პოსტს ფულადი ჯილდოთი და არ მოგვაწოდებთ შეძენისათვის აუცილებელ ინფორმაციას პოსტის დაწერის დროს, თქვენი პოსტი არ გამოქვეყნდება მანამ, სანამ არ მოგვაწოდებთ შეძენისათვის საჭირო ინფორმაციას.

თქვენ წარადგენთ და იძლევით გარანტიას, რომ i) გაქვთ კანონიერი უფლება, გამოიყენოთ ნებისმიერი საკრედიტო ბარათ(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდ(ებ)ი ნებისმიერ შენაძენთან დაკავშირებით; და რომ ii) თქვენ მიერ ჩვენთვის მიწოდებული ინფორმაცია ჭეშმარიტი, სწორი და სრულია.

ასეთი ინფორმაციის გაგზავნით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, მივაწოდოთ ინფორმაცია მესამე მხარეებს, შენაძენის პროცესის დასრულების გამარტივების მიზნით.

კონტენტი

ჩვენი სერვისი გაძლევთ საშუალებას, დაპოსტოთ, დააკავშიროთ, შეინახოთ, გააზიაროთ და სხვაგვარად გახადოთ მისაწვდომი აპლიკაციაში არსებული გარკვეული სახის ინფორმაცია, ტექსტი, გრაფიკები, ვიდეოები ან სხვა მასალა („კონტენტი“) . თქვენ აგებთ პასუხს კონტენტზე, რომელსაც აქვეყნებთ აპლიკაციაში, მათ შორის მის კანონიერებაზე, სანდოობასა და შესაბამისობაზე.

აპლიკაციაში კონტენტის გამოქვეყნებით, თქვენ გვაძლევთ უფლებასა და ლიცენზიას, რომ გამოვიყენოთ, შევცვალოთ, საჯაროდ შევასრულოთ, საჯაროდ ვაჩვენოთ, ხელახლა შევქმნათ ან გავავრცელოთ ასეთი კონტენტი სერვისზე ან მისი მეშვეობით. თქვენ ინარჩუნებთ ყველა თქვენს უფლებას ნებისმიერ კონტენტზე, რომელსაც გვიგზავნით, აქვეყნებთ და აჩვენებთ სერვისზე ან მისი მეშვეობით, და თქვენ აგებთ პასუხს ამ უფლებების დაცვაზე. თქვენ ეთანხმებით იმას, რომ ეს ლიცენზია მოიცავს ჩვენს უფლებასაც, მისაწვდომი გავხადოთ თქვენი კონტენტი სერვისის სხვა მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც ასევე იყენებენ თქვენს კონტენტს, ამ წესების თანახმად.

თქვენ წარადგენთ და იძლევით იმის გარანტიას, რომ i) ეს კონტენტი თქვენია (თქვენ გეკუთვნით) ან გაქვთ მისი გამოყენების უფლება და გვაძლევთ უფლებასა და ლიცენზიას, როგორც აღნიშნულია ამ წესებში, და ii) თქვენი კონტენტის გამოქვეყნება სერვისზე ან მისი მეშვეობით არ არღვევს კონფიდენციალურობის უფლებებს, საჯაროობის უფლებებს, საავტორო უფლებებს, სახელშეკრულებო ან ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ სხვა უფლებას.

ჩვენ ვიტოვებთ ყველა უფლებას, დავბლოკოთ ან წავშალოთ ურთიერთობები ან მასალა, რომელსაც განვსაზღვრავთ როგორც: ა) შეურაცხმყოფელს, ცილისმწამებლურს ან უხამსს; ბ) თაღლითურს, ცრუს ან შეცდომაში შემყვანს; გ) საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნისა ან ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლების დამრღვევს, ან ; დ) ზიანის მიმყენებელს ან ჩვენთვის სხვაგვარად მიუღებელს, ჩვენი შეხედულებისამებრ.

თქვენ აღიარებთ, რომ სერვისზე მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის ნახვისა და გავრცელების თქვენთვის შესაძლებლობის მიცემით, ჩვენ მხოლოდ ვმოქმედებთ როგორც პასიური არხი ასეთი გავრცელებისთვის და არ ვიღებთ არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია სერვისზე არსებულ ნებისმიერ კონტენტსა თუ აქტიურობასთან, მათ შორის თქვენს პოსტზე დამაკმაყოფილებელი პასუხის მოძებნასა ან თქვენთვის გასამრჯელოს გადახდასთან პოსტზე პასუხის გაცემისა ან მისი გადაგზავნისთვის.

ანონიმურობა

შეგიძლიათ, ანონიმურად გამოიყენოთ აპლიკაცია. ჩვენ გონივრულ ძალისხმევას მივმართავთ ამ ფუნქციის უზრუნველყოფისთვის; თუმცა, მომხმარებლებმა შეიძლება გაიგონ ან აღმოაჩინონ თქვენი ვინაობა როგორც პოსტის გამომქვეყნებლის, და ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერ დანაკარგსა ან ზარალზე, რომელიც შეიძლება ამის შედეგად განიცადოთ.

ანგარიშები

როდესაც ჩვენთან ქმნით ანგარიშს, უნდა მოგვაწოდოთ ზუსტი, სრული და ყოველთვის ამჟამინდელი ინფორმაცია. ამის შეუსრულებლობა წესების დარღვევას ნიშნავს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი დახურვა ჩვენს სერვისზე.

თქვენ აგებთ პასუხს იმ პაროლის უსაფრთხოების დაცვაზე, რომელსაც იყენებთ ჩვენს სერვისზე წვდომისა ან ნებისმიერი აქტიურობისა ან ქმედებისთვის, რომელსაც ახორციელებთ თქვენი პაროლის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა თქვენი პაროლი ჩვენი თუ მესამე მხარის სერვისზე.

თქვენ ეთანხმებით, რომ არ გაუმჟღავნებთ თქვენს პაროლს მესამე მხარეებს. დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ, თუ გეცოდინებათ უსაფრთხოების ნებისმიერი დარღვევისა თუ თქვენი ანგარიშის არასანქცინირებული გამოყენების შესახებ.

ხელმისაწვდომობა, შეცდომები და უზუსტობები

იმისათვის, რომ გამორჩეული უსაფრთხოება და სიზუსტე უზრუნველვყოთ, ჩვენ რეგულარულად განვაახლებთ პროდუქტს და მომსახურებას ჩვენს სერვისზე.

ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვიძლევით ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის ფასების, პროდუქტის გამოსახულებების, სპეციფიურობის, ხელმისაწვდომობისა და მომსახურების, სიზუსტისა ან სრულყოფილების გარანტიას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ ან განვაახლოთ ინფორმაცია და შევასწოროთ შეცდომები, უზუსტობები ან გამოტოვებები, ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

შეიძლება დავაგვიანოთ ინფორმაციის განახლება სერვისზე და რეკლამის განთავსება სხვა ვებ-გვერდებზე.

შეჯიბრები, ლატარიები და აქციები

ნებისმიერი შეჯიბრი, ლატარიია და სხვა აქცია ( ერთად, „აქციები“), რომლებიც ხელმისაწვდომი გახდა სერვისზე, შეიძლება იმართებოდეს ამ გამოყენების წესებისგან დამოუკიდებელი წესების მიხედვით. თუ რომელიმე აქციაში იღებთ მონაწილეობას, გთხოვთ, გადახედოთ შესაბამის წესებს, ისევე როგორც კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ აქციის წესები ეწინააღმდეგება ამ გამოყენების წესებს, იქნება გამოყენებული აქციის წესები.

აქციები შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი შეზღუდული დროით.

გამოწერები

სერვისის ზოგიერთი ნაწილი გადასახდელია გამოწერის მეშვეობით. („გამოწერა“). თქვენ წინასწარ გადაიხდით რეგულარულ და პერიოდულ საფუძველზე („გადახდის პერიოდი“). გადახდის პერიოდი დაწესებულია ყოველთვიურად.

გადახდის ყოველი პერიოდის ბოლოს, თქვენი გამოწერა ავტომატურად განახლდება ზუსტად იმავე პირობებით, სანამ მას გააუქმებთ ან ჩვენ გავაუქმებთ მას. თქვენ შეგიძლიათ , გააუქმოთ თქვენი გამოწერის განახლება თქვენი ონლაინ ანგარიშის მართვის გვერდის მეშვეობით, ან შეგიძლიათ, კლიენტთა მხარდაჭერის გუნდს დაუკავშირდეთ.

საჭიროა მოქმედი გადახდის მეთოდი, საკრედიტო ბარათი ან PayPal, რათა განვახორციელოთ თქვენი გამოწერის გადახდა . თქვენ უნდა მოგვაწოდოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია გადახდის შესახებ, რაც მოიცავს სრულ სახელს, მისამართს, სახელმწიფოს, საფოსტო კოდს, ტელეფონის ნომერს, და გადახდის მეთოდის შესახებ ნამდვილ ინფორმაციას. გადახდის შესახებ ინფორმაციის გაგზავნით, თქვენ ავტომატურად გვაძლევთ უფლებას, რომ ჩამოგაჭრათ გამოწერის გადასახადი თქვენი ანგარიშიდან ნებისმიერი გადახდის ინსტრუმენტის მეშვეობით.

თუ ავტომატური გადახდა რამე მიზეზით ვერ განხორციელდა, ჩვენ გამოგიგზავნით ელექტრონულ ქვითარს, რომლითაც უნდა გადაიხადოთ ხელით, გარკვეულ ვადაში, სრული გადახდით, რომელიც შეესაბამება გადახდის პერიოდს, რომელიც აღნიშნულია ქვითარში.

გადახდის ცვლილებები

ჩვენ, ჩვენი შეხედულებისამებრ და ნებისმიერ დროს, შეგვიძლია, შევცვალოთ გამოწერის გადასახადი. გამოწერის ნებისმიერი გადახდის ცვლილება გახდება მოქმედი შემდგომი გადახდის პერიოდის ბოლოდან.

ჩვენ წინასწარ შეგატყობინებთ გამოწერის გადასახადში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რათა მოგცეთ შესაძლებლობა, დაასრულოთ თქვენი გამოწერა, სანამ ასეთი ცვლილება გახდება მოქმედი.

თქვენ მიერ სერვისის ან აპლიკაციის გამოყენება გამოწერის გადასახადის ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ ნიშნავს თქვენს თანხმობას, რომ გადაიხადოთ გამოწერის შეცვლილი გადასახადი.

ანაზღაურება

გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, გადახდილი გამოწერის გადასახადი არ ანაზღაურდება.

ინტელექტუალური საკუთრება

სერვისი და ყველა კონტენტი, რომელიც მოიცავს ( მაგრამ შეზღუდვის გარეშე) ტექსტებს, გამოსახულებებს, გრაფიკულ გამოსახულებებს ან კოდს, არის Joblio Inc.- ის საკუთრება და დაცულია საავტორო, სავაჭრო ნიშნის, მონაცემთა ბაზის და ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებებით. შეგიძლიათ, აჩვენოთ და დააკოპიროთ, ჩამოტვირთოთ ან ამობეჭდოთ მასალის ნაწილი სერვისის სხვადასხვა სფეროდან, მხოლოდ თქვენი არაკომერციული გამოყენებისთვის, ან ჩვენთან შეკვეთის განსათავსებლად. ნებისმიერი სხვა გამოყენება მკაცრად აკრძალულია და ამან შეიძლება დაარღვიოს საავტორო, სავაჭრო ნიშნის და სხვა კანონები. ეს გამოყენების წესები არ გაძლევთ ლიცენზიას, რომ გამოიყენოთ Joblio Inc.- ის ან მისი კომპანიონების ნებისმიერი სავაჭრო ნიშანი. თქვენ ეთანხმებით იმას, რომ არ გამოიყენებთ, შეცვლით ან წაშლით ნებისმიერ შეტყობინებას საკუთრების უფლების შესახებ იმ მასალიდან, რომელიც ჩამოტვირთულია სერვისიდან.

ბმულები სხვა ვებ-საიტებზე

სერვისი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებ-საიტებზე ან მომსახურებას, რომელსაც არ ვფლობთ ან არ ვაკონტროლებთ.

Joblio Inc. არ აკონტროლებს და არ აგებს პასუხს კონტენტზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ან ნებისმიერი მესამე მხარის ვებ-საიტების ქმედებებსა ან მომსახურებაზე. თქვენ ასევე აღიარებთ და ეთანხმებით , რომ Joblio Inc. არ აგებს პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხს ნებისმიერ ზიანსა ან დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია ან სავარაუდოდ გამოწვეულია ან დაკავშირებულია ასეთი კონტენტის, პროდუქტის ან მომსახურების გამოყენებასა ან მათ ნდობასთან, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ ასეთ ვებ-საიტსა ან სერვისზე.

ჩვენ გირჩევთ, წაიკითხოთ ნებისმიერი იმ მესამე მხარის ვებ-საიტების ან მომსახურების გამოყენების წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა , რომელზეც შედიხართ.

დასრულება

ჩვენ შეგვიძლია, დაუყოვნებლივ დავასრულოთ ან შევაჩეროთ წვდომა ჩვენს სერვისზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მიზეზით, რაც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს თქვენ მიერ ამ წესების დარღვევას.

გამოყენების წესების ყველა დებულება ძალაში რჩება დასრულების შემდეგ, რაც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს დებულებას საკუთრების უფლების შესახებ , გარანტიაზე უარის თქმის უფლებას, ზარალის ანაზღაურების გარანტიასა და პასუხისმგებლობის შეზღუდვას.

დასრულებისთანავე, სერვისის გამოყენების უფლება დაუყოვნებლივ უქმდება. თუ გსურთ თქვენი ანგარიშის დასრულება, შეგიძლიათ უბრალოდ შეაჩეროთ სერვისის გამოყენება.

ზარალის ანაზღაურება

თქვენ თანახმა ხართ, რომ აანაზღაუროთ ზარალი , დაიცვათ და უზრუნველყოთ Joblio Inc. -ის , მისი ხელმძღვანელების, თანამდებობის პირების, დირექტორების, წარმომადგენლების, თანამშრომლების, მოიჯარეების, ლიცენზორების, ლიცენზიატების, მიმწოდებლებისა და აგენტების უსაფრთხოება ნებისმიერი განცხადებისგან, დანაკარგისგან, ზიანისგან, ვალდებულებისგან, ხარჯისგან, ქმედებისა ან მოთხოვნისგან.

ეს მოიცავს , მაგრამ ამით არ შემოიფარგლება: ა) სამართლებრივ და საანგარიშო გადასახადებს, თქვენ მიერ სერვისის გამოყენებისთვის; ბ) თქვენ მიერ ამ წესების ნებისმიერ დარღვევას; გ) ნებისმიერ რამეს, რასაც აქვეყნებთ ან ტვირთავთ სერვისზე; და დ) ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ანგარიშთან. ეს მოიცავს თქვენს, ნებისმიერი ადამიანის ან იმ ორგანიზაციის ნებისმიერ დაუდევარ ან არაკანონიერ მოქცევას , რომელსაც აქვს სერვისზე წვდომა , იყენებს თქვენს ანგარიშს , თუ ასეთი წვდომა შეძენილია თაღლითობით ან არაკანონიერი საშუალებებით.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Joblio Inc. , მისი დირექტორები, თანამშრომლები, პარტნიორები, აგენტები, მიმწოდებლები ან კომპანიონები, არ აგებენ პასუხს ნებისმიერ დანაკარგსა ან ზიანზე, პირდაპირ ან არაპირადპირ, შემთხვევით, სპეციალურ, ირიბ ან საჯარიმო ზიანზე, რაც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ეკონომიკურ დანაკარგს, ელექტრონული მედიისა ან მონაცემების დაკარგვასა ან დაზიანებას, კეთილ ნებას, ან სხვა არახელშესახებ დანაკარგს, რომელიც გამოწვეულია 1) თქვენი წვდომით ან მომსახურების გამოყენებით, 2) მომსახურებაზე წვდომის ან მისი გამოყენების უუნარობით; 3) თქვენ მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე დამაკმაყოფილებელი პასუხის არარსებობით; 4) პოსტზე პასუხსა და გადაგზავნის გადაუხდელობით; 5) ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებითა ან კონტენტით , რომელიც დაკავშირებულია სერვისთან ; 6) ნებისმიერი კონტენტით, რომელიც შეძენილია მომსახურებისგან ან მისი მეშვეობით; 7) არასანქცირებული წვდომით, თქვენი გადაცემების ან კონტენტის გამოყენებით ან შეცვლით, რომც იყოს დაფუძნებული გარანტიაზე, ხელშეკრულებასა თუ დელიქტზე ( რაც მოიცავს სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას) ან კანონში ნებისმიერ სხვა განცხადებაზე, იმის მიუხედავად, შეგატყობინეთ თუ არა ასეთი ზიანის ალბათობის შესახებ, და აღმოვაჩინეთ თუ არა, რომ სასამართლო დაცვის საშუალებამ, რომელიც აღწერილია ამ დოკუმენტში, თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია.

უარყოფა და უფლებებზე უარის თქმა

Joblio Inc. არ იძლევა არც ერთი სახის გარანტიასა თუ პირობას ვებ-საიტის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მიმართ, იქნება ეს აშკარა თუ ნაგულისხმევი. ნებისმიერი შესაბამისი პირობა გამორიცხულია მაქსიმალური ხარისხით, რომელიც დაშვებულია კანონით. თქვენ იყენებთ აპლიკაციას და სერვისს თქვენივე რისკის საფუძველზე. აპლიკაცია და სერვისი წარმოდგენილია „როგორც არის“ და „ხელმისაწვდომობის მიხედვით“ საფუძველზე. აპლიკაცია და სერვისი წარმოდგენილია ნებისმიერი, აშკარა თუ ნაგულისხმევი, პირობების გარეშე, რაც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს საქონლის ვარგისიანობის, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის, დაურღვევლობისა ან მუშაობის შესრულების ნაგულისხმევ გარანტიას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. 

Joblio Inc., მისი შვილობილი კომპანიები, კომპანიონები და მისი ლიცენზორები არ იძლევიან იმის გარანტიას, რომ ა) სერვისი და აპლიკაცია იმუშავებს შეუწყვეტლად, უსაფრთხოდ და იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს და ადგილას; ბ) ყველა შეცდომა ან ნაკლი გამოსწორდება; გ) აპლიკაცია თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა მავნე შემადგენლებისგან; ან დ) სერვისისა და აპლიკაციის გამოყენების შედეგები შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

თუ დაარღვევთ ნებისმიერ ამ წესს და ჩვენ დაუყოვნებლივ არ ვიმოქმედებთ ან საერთოდ არ ვიმოქმედებთ, Joblio Inc. -ს მაინც ექნება ყველა უფლება და სამართლებრივი დაცვის საშუალება ნებისმერ სხვა დროს და ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, რომელშიც თქვენ დაარღვევთ ამ წესებს. Joblio Inc. არ ამბობს უარს არც ერთ ამ უფლებაზე. Joblio Inc. არ აგებს პასუხს ამ წესების ნებიმსიერ დადასტურებულ დარღვევაზე , რომელიც გამოწვეულია ისეთი შემთხვევებით, რომლებსაც ის ვერ აკონტროლებს. ადამიანს, რომელიც არ არის ამ წესების მონაწილე, არ აქვს იძულებითი შესრულების უფლება.

თქვენ არ შეგიძლიათ დაადგინოთ, სუბლიცენზირება მოახდინოთ და სხვაგვარად გადასცეთ ნებისმიერი თქვენი უფლება, ამ წესების შესაბამისად.

გამორიცხვები

როგორც აღნიშნულია ზემოთ, ზოგიერთი იურისდიქცია არ იძლევა გარკვეული გარანტიების გამორიცხვის ან ირიბ თუ შემთხვევით ზარალზე პასუხისმგებლობის შეზღუდვისა ან გამორიცხვის საშუალებას, ამიტომ ზემოთ აღწერილი შეზღუდვები შეიძლება არ გეხებოდეთ. 

მთავარი კანონი

ეს წესები უნდა რეგულირდებოდეს, განიმარტებოდეს და გამოიყენებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კანონების და დელავერის შტატის კანონების შესაბამისად.

თუ ამ წესების ნებისმიერი დებულება იქნება აღიარებული კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოს მიერ როგორც უმოქმედო ან შეუსრულებელი, მაშინ ამ წესების ნებისმიერი სხვა დებულება ძალაში დარჩება. ეს წესები წარმოადგენს სრულ თანხმობას ჩვენ შორის ჩვენს სერვისთან დაკავშირებით, და აუქმებს და ანაცვლებს ნებისმიერ წინა შეთანხმებებს, ზეპირს თუ სხვას, რომლებიც დაკავშირებულია სერვისთან.

ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევცვალოთ ან ჩავანაცვლოთ ეს წესები ნებისმიერ დროს. თუ ცვლილება არსებითია, ჩვენ გონივრულ ძალისხმევას მივმართავთ, რომ შეგატყობინოთ ამის შესახებ მინიმუმ 30 დღით ადრე, სანამ ნებისმიერი ახალი წესი ძალაში შევა. ის, თუ რას ნიშნავს არსებითი ცვლილება, იქნება განსაზღვრული ჩვენი შეხედულების შესაბამისად.

ჩვენს სერვისზე წვდომისა და მისი გამოყენების გაგრძელებით ასეთი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ , თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცავთ შეცვლილ პირობებს. თუ, მთლიანად ან ნაწილობრივ, არ ეთანხმებით ახალ პირობებს, გთხოვთ, შეაჩეროთ ვებ-გვერდისა და სერვისის გამოყენება.

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ ნებისმიერი შეკითხვა ამ წესების შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: support@joblio.co.

Scroll to top

Looking for work abroad?

Download our app and apply!