ხშირად დასმული კითხვები

რამდენი დამიჯდება?

დამსაქმებლები: ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტზე!
დასაქმებულები: Joblio არ ითხოვს თანხის გადახდას კანდიდატებისგან, ეს 100%-ით უფასოა.

დასაქმებული ვარ და არასდროს მიმუშავია საზღვარგარეთ, მაინც შემიძლია განცხადების შეტანა?

რა თქმა უნდა! ჩვენ დაგეხმარებით ყველა საჭირო საბუთსა და პროცედურასთან. შემდგომში, მოგიყვებით დამსაქმებლის , მისი ქმედებებისა და დასაქმებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალურ დეტალების შესახებ. ჩვენ შეგასწავლით მიმღები ქვეყნის კულტურას, გეოგრაფიას, ენასა და კანონებს, ასევე დაგეხმარებით ჩამოსვლის შემდგომ ადაპტაციასა და მიმღებ ქვეყანაში ასიმილაციაში. Joblio-სთან ერთად, არაფერი გაქვთ სანერვიულო- ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ყოველ ნაბიჯზე.

რა სახის სამუშაოებია მისაწვდომი?

მიგრანტ მოსამსახურეთა უმეტესობა მუშაობს სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაზე, მანქანათმშენებლობაზე, კვების წარმოებაზე, და ფიზიკური შრომით არის დაკავებული. ვაკანსიები გრძელდება რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. ამასთან, შესაძლებელია სამუშაოს მოძებნა პროფესიათა ფართო წრიდან. უბრალოდ დაელაპარაკეთ ჩვენს ქვეყნისშიდა პარტნიორებს თქვენი სამუშაო მიზნების თაობაზე, და ისინი სწორ მიმართულებას გიჩვენებენ და თქვენთვის უზრუნველყოფენ ძებნისათვის საჭირო რესურსებს.

როგორ იპოვით ჩემთვის სამუშაოს?

Joblio ინახავს ჩვენი ვაკანსიების მონაცემთა ბაზას ამ ვაკანსიების სიასთან ერთად მიმღებ ქვეყანაში, რაც მოიცავს სოფლის მეურნეობას, მშენებლობას, მანქანათმშენებლობას, მაღალკვალიფიციურ პროფესიებსა და სხვა ვაკანსიებს, რაც გაძლევთ თავისუფლების საშუალებას, რომ იმუშაოთ რამდენიმე თვის თუ წლის განმავლობაში და ისიამოვნოთ მიმღებ ქვეყანაში ყოფნით. ჩვენ უზრუნველვყოფთ დასაქმებულების დაკავშირებას პოტენციურ დამსაქმებლებთან მიმღებ ქვეყანაში, რათა ასეთი პირდაპირი კავშირები მეტად გავამყაროთ. როდესაც დამატებითი დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენი მეგობრული პერსონალი ცხელ ხაზზე არის მისაწვდომი.

ბევრი სამუშაო არ ითხოვს წინა გამოცდილებას, ამიტომ არ ინერვიულოთ, თუ არ გაქვთ საკმარისი პროფესიონალური გამოცდილება. თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება ან სპეციფიური უნარები, არსებობს ვაკანსიები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი რეზიუმეს გაუმჯობესებაში (მაგ., ფიზიკური შრომით დაკავებული მოსამსახურეები).

რამდენი ხანი დამჭირდება სამუშაოს მოძებნისთვის?

სამუშაოს მოძებნა შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირიდან ერთ წლამდე. თუმცა, ადამიანთა უმეტესობა ოთხ თვეში პოულობს თავის სამუშაო ადგილს. Joblio-ს მობილური აპლიკაციის გამოყენება დაგეხმარებათ, რომ გაზარდოთ მოძებნის შანსები და დაზოგოთ დრო, სანამ ინტერნეტში ეძებთ და უკავშირდებით დასაქმებულებს ბროკერების მეშვეობით.

რა განსხვავებაა ვიზასა და მუშაობის ნებართვას შორის?

ვიზა
საბუთი, რომელიც გრთავთ ნებას, შეხვიდეთ და დარჩეთ მიმღებ ქვეყანაში განსაზღვრული დროის განმავლობაში. ვიზას გასცემს საიმიგრაციო წარმომადგენელი.

მუშაობის ნებართვა
წერილი მუშაობის ნებართვით, რომელსაც გასცემს დამსაქმებელი/კომპანია, რომელიც გაძლევთ მიმღებ ქვეყანაში გარკვეული სამუშაოს შესრულების საშუალებას. მუშაობის ნებართვის ხანგრძლივობა, როგორც წესი, უფრო ხანმოკლეა ვიდრე ვიზა, და დასაქმებული ვალდებულია, განაახლოს თავისი საბუთები მათი ვადის გასვლამდე.

სამსახურში დარჩენის ბონუსი

დასაქმებული

სამსახურში დარჩენის ბონუსი არის დამატებითი ანაზღაურება თქვენს ძირითად ხელფასთან ერთად, როგორც მძიმე შრომისა და დამსაქმებლის მიმართ ერთგულებისთვის ჯილდო.

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ სამსახურში დარჩენის ბონუსი ყოველ ექვს თვეში, თუ არ შეწყვეტთ კომპანიაში მუშაობას. ბონუსის ოდენობა მკაცრად არის დამოკიდებული თქვენს მუშაობაზე, ასევე დამსაქმებელთან შეთანხმებებზე.

დამსაქმებელი

სამსახურში დარჩენის ბონუსი არის დასაქმებულის დამატებითი ანაზღაურება მის ძირითად ხელფასთან ერთად, და ხელს უწყობს დასაქმებულის მორალურ მდგომარეობას, მოტივაციასა და პროდუქტიულობას. ბონუსები უბიძგებს დასაქმებულებს, მიაღწიონ გარკვეულ მიზნებს, რადგან ისინი აჯილდოებენ დასაქმებულებს მძიმე შრომისა და ერთგულებისთვის.

SHRM/Globoforce-ის მიხედვით, HR ლიდერების 47%-მა დაასახელა მოსამსახურეთა დენადობა და სამსახურში დარჩენა თავის მთავარ პრობლემად. მეორე მხრივ, დაბალკვალიფიციურ მოსამსახურეთა 80% უფრო მეტად ინარჩუნებს იმ სამსახურს, რომელსაც სარგებელი აქვს, ვიდრე ისეთ სამსახურს, რომელსაც მეტი ანაზღაურება აქვს, მაგრამ სარგებელს არ იძლევა (ამერიკის CPA-ს ინსტიტუტის მიხედვით).

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სამსახურში დარჩენის ბონუსის შეთავაზება, რომ წავახალისოთ დასაქმებულები, მიაღწიონ მიზნებს და უფრო დიდხანს დარჩნენ სამსახურში, რაც საგრძნობლად შეამცირებს მოსამსახურეთა დენადობის მაჩვენებელს. დენადობის დაბალი მაჩვენებელი დაზოგავს დროსა და ფულს გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც შეამცირებს ახალი დასაქმებულების გადაადგილებაში, სწავლებაში, ხელშეკრულებებსა და სამუშაო პირობებთან შეგუებაში ინვესტიციის ჩადების საჭიროებას.

Joblio გთავაზობთ სამსახურში დარჩენის 10%-იან ბონუსს ყოველ ექვს თვეში, დასაქმებულის ხელფასთან ერთად. მაგალითად, ბონუსის გამოთვლა წარმოადგენს დასაქმებულის ხელფასების ჯამს, რომელიც მან მიიღო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, გამრავლებულს 10%-ზე.